ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბუნია კლუბების გახსნაზე: ჯერ არ არის იმის დრო, რომ ასეთი თამამი გადაწყვეტილებები მივიღოთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნის თქმით, კლუბების გახსნა ამ ეტაპზე იქნება “თამამი გადაწყვეტილება”

“ამ პირობებში, როდესაც ჩვენ ველოდებით ომიკრონის მოსალოდნელ ტალღას და ვადევნებთ თვალს, ყველგან როგორ მკაცრდება ყოველდღიურად მოთხოვნები რეგულაციებთან დაკავშირებით, ძალიან რთული განსამარტია, თუ რატომ შეიძლება ჩვენ დავუშვათ კიდევ ახალი გახსნები, მაგალითად კლუბებთან მიმართებით. ჯერ არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ასეთი თამამი გადაწყვეტილებები მივიღოთ, მით უმეტეს ომიკრონის რისკი არის ძალიან რეალური და ამდენად, ცოტა დრო გვჭირდება. ყველას ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნეთ ჩვეულ რეჟიმში როგორც გართობის, ასევე სოციალური აქტივობის და ყველა სხვა მიმართულებით”,- ამბობს გაბუნია.

საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.

იტვირთბა....