მოკლული ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის თქმით, ისინიც დაიწყებენ შიმშილობას რათა რეჟიმი აღსრულდეს. მათივე თქმით, ნაციონალური მოძრაობაც და ქართული ოცნებაც ნახავს რამდენი ადამიანი შეუერთდება მათ პროტესტს. ამის შესახებ რობაქიძემ კვირის პრესკლუბში.
“თუ ეს ხალხი დაიწყებს შიმშილობას, ჩვენ გარკვეული პერიოდი, ის ხალხი, რომელიც დაზარალებული და გაუბედურებული ვართ ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილისგან, შიმშილობას დავიწყებთ. ჩვენ დასაკარგი მაინც არაფერი გვაქვს, ვაჩვენებთ როგორი უნდა შიმშილობა და როგორ უნდა იყოს ადამიანი სიკვდილის პირამდე, არა ისე, მიშა რომ ჭამდა და მთელი ამბავი ატეხეს. ალბათ, რამდენიმე ადამიანი დავსხდებით, რომელიც შიმშილობას დავიწყებთ. რამდენი ადამიანი აგვყვება, მაგას ნახავს ნაცებიც და ოცნებაც
თანაცხოვრება ვერ იქნება, თუ ადამიანთან შერიგებული არ ხარ. ვის ესაუბრებით ამ შერიგებაზე გამაგებინეთ, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე შეურიგდა? ჩვენ თუ არაფერს გვეკითხებით, მაშინ თქვენ დიდი ხანია შერიგებული ხართ. იყავით ერთად და ისაუბრეთ, მაგრამ ჩვენთან საუბარი ყველას მოგიწევთ, განსაკუთრებით თქვენ, ქალბატონო პრეზიდენტო. ყველა კრიმინალის გვერდით როგორ ხართ? რურუა შეიწყალეთ, მელია შეიწყალეთ, ახლა სააკაშვილს ასე ვერ იწყალებთ, მაგრამ სხვა რაღაც გამოიგონეთ. ისინი კიდევ არ გირიგდებიან, თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებთ. ოქროს ასოებით კი არა, ცუდად შეხვალთ საქართველოს ისტორიაში, როგორც პრეზიდენტი.
თქვენ გინდათ, რომ ამ ადამიანებს შეურიგდეთ, მაგრამ გეუბნებით, ჩვენ არ შევურიგდებით იმიტომ, რომ კრიმინალებთან ერთად ცხოვრება არ შეიძლება. ის არ არის სახელმწიფო, ვინც კრიმინალებს არ სჯის, რეჟიმი უნდა გასამართლებულიყო და არ გასამართლდა. პრეზიდენტს მინდა ვუთხრა, კრიმინალების სიაში ნუ შეხვალთ. თქვენ ოპოზიცია და პოზიცია გეშლებათ. ეს არის ის ოპოზიცია, რომელმაც ქართველ ხალხს გენოციდი მოუწყო”,- ამბობს რობაქიძე.