კლუბ ბასიანის თანადამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილის თქმით, კლუბების გახსნაზე კიდევ ერთი უარი, საკლუბო სცენის განადგურების მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს.
“უკანასკნელ 2 წელიწადში მინიმუმ 400 გვერდიანი ნაშრომები გვაქვს დაწერილი, თუ როგორ უნდა დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკები მინიმუმამდე, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ უსაფრთხო სივრცის იდეა.
ცოდნაზე, გამოცდილებაზე, კვლევებზე და სწავლებაზე დაფუძნებული გამოსავალი დავდეთ და 22 თვიანი ლოდინის შემდეგ მაინც უარია ჩვენზე.
საზოგადოებაზე ზრუნვის იდეით დავხურეთ და ახლაც, იმავე მოტივით გავხსენით კლუბების კარი.
სხვა დანარჩენი, სამწუხაროდ საკლუბო სცენის განადგურების მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს”,- წერს ორაშვილი.