გიგი უგულავას თქმით, არ ესმის, “რა ადამიანობაში ჯდება მოშიმშილე ადამიანებზე ქირქილი, დაცინვა და გამოჯავრება”.
“განსაკუთრებით გული მწყდება სოზარ სუბარზე, რადგან ეს ადამიანი ომბუდსმენი იყო და გაცილებით მეტი მოეთხოვება, მათ შორის როგორც დღევანდელ პოლიტიკოსს, ვიდრე თუნდაც ნინო წილოსანს. ჩემთვის პერსონალურად სამწუხაროა, თავის დროზე ეს რომ ომბუდსმენი გახდა, მე მხარი მაქვს დაჭერილი და ერთ-ერთი რეკომენდატორი ვიყავი. უნდა ვაღიარო, ადამიანურად შევცდი, თორემ პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის. როგორ შეიძლება ასეთი რაღაც იკადრო, რაც არ უნდა გეზიზღებოდეს. ადამიანი შიმშილობს, ან გაჩუმდი ან თანაგრძნობა გამოხატე და შენი პოლიტიკური მესიჯი თქვი. ასეთი რამ ველურობის მანიშნებელია”,- ამბობს უგულავა.
დღეს სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ “მაკდონალდსის გვერდით შიმშილობა მოუწევთ. თუ მაინც მოინდომებენ მსუბუქ შიმშილობას, ხბოს პაშტეტების ნაცვლად, რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, მაკდონალდსის ჰამბურგერებს მიირთმევენ”.