ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მოშიმშილეებზე განაცხადა, რომ, სამწუხაროა, როცა 200 ადამიანი „ბელადის შანტაჟით იწყებს შიმშილობას“.

“შიმშილი ყველას პოლიტიკური უფლებაა, მათ შეუძლიათ ეს უფლება გამოიყენონ. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას. ეს არის სამწუხარო მოვლენა, რაც ბუნებრივია პოლიტიკას არ წაადგება, თუმცა ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი არჩევანი.

ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები ბელადის შანტაჟით შიმშილობენ. არავინ არავის არ დასცინის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ადამიანები, 200 კაცი, თუ რამდენიც არის, ბელადის შანტაჟის გამო შიმშილობს, ეს არის თავისთავად ტრაგიკომიკური მოვლენა”, – თქვა ირაკლი კობახიძემ”,- ამბობს კობახიძე.

იტვირთბა....