დაიწყეს ხალხზე ზრუნვა, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერის გადაწყვეტილებას ტრანსპორტის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მგზავრობის ფასი ორჯერ იზრდება.
“50 თეთრად ვეღარ იმგზავრებთ. ქურდმა კახი კალაძემ და მისმა კრიმინალურმა ბანდამ, რომელსაც თბილისის მთავრობა დაარქვეს, 2 – ჯერ გაზარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი. ახლა 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარის გადახდა მოგვიწევს. დაიწყეს მოქალაქეებზე “ზრუნვა”, – წერს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა 1 ლარი ხდება. თბილისის მერიას ტრანსპორტში განახლებული გადახდის სისტემა შემოაქვს – მოქალაქეებს 7 სახის აბონემენტის არჩევა შეეძლებათ. აღნიშნული სისტემა 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება.