ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკიდეგანო ვირეშმაკობაა – ჯანგირაშვილი ტრანსპორტის ფასის ცვლილებას ეხმაურება

უკიდეგანო ვირეშმაკობაა, კალაძე არის უნამუსო, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი თბილისის მერის გადაწყვეტილებას ტრანსპორტის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ასევე წერს, რომ ამ უმძიმეს სოციალურ ფონზე გაღატაკებულ მოსახლეობას გაუძვირო ტრანსპორტი, არის ამორალობა.

“ჩემი პირველი შთაბეჭდილება, რომ აბონიმენტების შემოღებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იაფდება, აღმოჩნდა მცდარი. უძვირდება ყველას, ერთეულების გარდა, ანუ მათ გარდა, ვინც დღეში რვაჯერ მოიხმარს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. აბონიმენტების იდეა არის კარგი, მაგრამ კალაძე არის უნამუსო და კარგ იდეას მავნებლობის შესანიღბად იყენებს.
1. ამ უმძიმეს სოციალურ ფონზე გაღატაკებულ მოსახლეობას გაუძვირო ტრანსპორტი, არის ამორალობა.
2. კონცეფცია, რომ ხალხი უნდა მიიზიდონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და გადმოსვან მანქანებიდან, მთლიანად ინგრევა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმდენად იაფი უნდა ღირდეს, რომ ადამიანს უღირდეს მანქანიდან გადაჯდომა. გაძვირების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდება მანქანის შეძენაზე.
3. უკიდეგანო ვირეშმაკობაა, როცა არჩევნებამდე სიტყვა არ დაგცდება “გრანდიოზულ სატრანსპორტო რეფორმაზე“ და არჩევნებიდან ორ თვეში მოსახლეობას ამ დღეში აგდებ.
4. ღირსი ხართ ყველა, ვინც კალაძე შემოხაზეთ”, – წერს ჯანგირაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა 1 ლარი ხდება. თბილისის მერიას ტრანსპორტში განახლებული გადახდის სისტემა შემოაქვს – მოქალაქეებს 7 სახის აბონემენტის არჩევა შეეძლებათ. აღნიშნული სისტემა 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება.

იტვირთბა....