უკაცრავად მაგრამ მეტის ღირსი ხართ, ვინც მაგას ხმა მიეცით, ვაბშე არ ვაპირებ გეფეროთ, – ასე ეხმაურება ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ვახო სანაია თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას ტრანსპორტის ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით.
როგორც სანაია სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში წერს, 60 მილიონი მოიპარა “ტიპმა” ავტობუსებში და მერად აირჩიეს და ახლა უკვირთ, მგზავრობის საფასურზე რომ თაღლითობს.
“კალაძე რომ სადმე გამოჩნდება და რაღაც სიახლეებზე დაიწყებს ლაპარაკს, რად უნდა დაანგარიშება, ეგრევე უნდა მიხვდე, რომ თაღლითობს.
ძალიან ბანძი ხალხია ხელისუფლებაში. მელკი ჟულიკები – ფულის საკეთებლად მოსულები.
60 მილიონი მოიპარა ტიპმა ავტობუსებში და მერად აირჩიეს და ახლა უკვირთ, მგზავრობის საფასურზე რომ თაღლითობს.
უკაცრავად, მაგრამ მეტის ღირსი ხართ, ვინც მაგას ხმა მიეცით. ვაბშე არ ვაპირებ, გეფეროთ”, -წერს სანაია.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა 1 ლარი ხდება. თბილისის მერიას ტრანსპორტში განახლებული გადახდის სისტემა შემოაქვს – მოქალაქეებს 7 სახის აბონემენტის არჩევა შეეძლებათ. აღნიშნული სისტემა 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება.