ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Tbilisi Pride-ის ოფისში შეჭრისთვის ბრალდებული 3 ადამიანი გირაოთი გაათავისუფლეს

Tbilisi Pride-ის ოფისში შეჭრისთვის ბრალდებული 3 ადამიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო.

როგორც ცნობილია გიორგი ოძელაშვილს, ალიკა ალაზოვის და გიორგი ელისბარაშვილს 5000-5000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.
შეგახსენებთ, რომ გამოძების ცნობით, ალიკა ალაზოვს, გიორგი ელისბარაშვილს და გიორგი ოძელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ.

იტვირთბა....