ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღიბრაძე: კლუბების გახსნასთან დაკავშირებით დღეს გადაწყვეტილება არ მიგვიღია

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, კლუბების გახსნასთან დაკავშირებით დღეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

“როგორც მოგეხსენებათ საქართველოში უკვე დაფიქსირდა ომიკრონის შტამი და მიმდინარეობს კიდევ კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე და პოტენციალი იმისა, რომ ჩვენთანაც ამ ვირუსის გავრცელება მოხდეს, ცხადია, მაღალია. შესაბამისად, კლუბებთან მიმართებაში, ლიბერალიზაციის მიმართულებით დღეს არ არის. ანუ, არ მიგვიღია გადაწყვეტილება კლუბების გახსნასთან დაკავშირებით”,- ამბობს ღიბრაძე.

ღიბრაძის თქმითვე, შრომის ინსპექციამ ის ღონისძიებები განახორციელა, რაც კანონდმებლობით აქვს განსაზღვრული.

იტვირთბა....