ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუბარი: თუ მოინდომებენ მსუბუქ შიმშილობას, პაშტეტების ნაცვლად, რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, „მაკდონალდსის” ჰამბურგერებს მიირთმევენ

ქართული ოცნების დეპუტატუს სოზარ სუბარის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას „მაკდონალდსის” გვერდით მოუწევთ შიმშილობა და თუ მოინდომებენ მსუბუქ შიმშილობას, პაშტეტების ნაცვლად, რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, „მაკდონალდსის” ჰამბურგერებს მიირთმევენ. ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“ადამიანი დამნაშავეა თუ არა და სასჯელი უნდა მოიხადოს თუ არა, ეს შიმშილობით არ წყდება. შიმშილობის უფლება ყველას აქვს და ახლა რომ ვთქვა, იშიმშილონ, ეს ჩემი მხრიდან ცოტა ცინიკური იქნება, მაგრამ ბუნებრივია, მათ ნებაშიც ბუნებრივია, ვერ ჩავერევი. თვითონაც მიხვდებიან, რომ ძალიან უაზრო აქცია წამოიწყეს. კარგი იქნება, რომ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნდნენ და მიხეილ სააკაშვილი მიხვდეს, როგორი შეცდომაც იყო ქვეყანაში შემოპარვა და იმის იმედად ყოფნა, რომ ქუჩაში ასიათასობით ადამიანი გამოვიდოდა და ყველა ხელში ატაცებულს აიყვანდა თანამდებობაზე და ოლიმპოზე. ისევ ის შეცდომაა ახლა, როცა თავის თანაგუნდელებს აშანტაჟებს, რომ მათ შიმშილობით ან რაიმე აქციებით აიძულონ ხელისუფლება ან ვინმე, სააკაშვილი ციხიდან გამოვიდეს. სააკაშვილი სასჯელს მოიხდის. ეს არის სამართლებრივი პროცესი და მას არაფერი საერთო პოლიტიკასთან არ აქვს. მაკდონალდსის გვერდით შიმშილობა მოუწევთ და თუ მაინც მოინდომებენ, მსუბუქი შიმშილობა ჰქონდეთ, პაშტეტების ნაცვლად, რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, მაკდონალდსის ჰამბურგერებს მიირთმევენ”,- ამბობს სუბარი.

21 დეკემბერს, ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის მასობრივი აქცია დაიწყება.

მოშიმშილეების კარვები ენმ-ის ოფისის ეზოშია გაშლილი.

იტვირთბა....