ქართლი ოცნების დეპუტატის, რიმა ბერაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ნებაა შიმშილობა, მაგრამ მათ საზოგადოებას პატიება უნდა სთხოვონ. ამის შესახებ რიმა ბერაძემ მეტრონომთან საუბრისას განაცხადა.
“შიმშილობა მათი ნებაა, შიმშილობა მათი უფლებაა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოხატოს პროტესტი გარკვეული საკითხის მისამართით. საერთოდ მინდა უკეთესად ვიცხოვროდ, ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რევანში და ქაოში რა თქმა უნდა არ გვინდა, ჩვენს გუნდს უნდა რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვითანამშრომლოდ. ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა აღიაროს შეცდომები და ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს, სთხოვონ პატიებას – შიმშილობა მათი ნებაა”,- ამბობს რიმა ბერაძე.
21 დეკემბერს, ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის მასობრივი აქცია დაიწყება.
მოშიმშილეების კარვები ენმ-ის ოფისის ეზოშია გაშლილი.