ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამაზ გერლიანი იპოვეს

ეკონომისტი რამაზ გერლიანი პოლიციამ იპოვა. მისი თქმით, სურამში იმყოფებოდა და წასვლის მიზეზი პოლიციელის მხრიდან შეურაცხყოფაა. ამის შესახებ გერლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“სურამში და ძირითადად სურამის ტყის მიმართულებით ვმოძრაობდი. მივეცი უკვე პოლიციას განმარტება და მანამდეც დავწერე, რომ პოლიციელის, გიორგი გოგნიაშვილის მხრიდან ჩემ მიმართ უღირსი და პატივაყრის ქმედება — ეს იყო ძირითადი მიზეზი, რაც დაგროვდა დროთა განმავლობაში ჩემში და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. ჩემი ნებით ვიყავი წასული… მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩემს პირად საკუთრებაში მომიწყო ცრუ მოტოვით დაკითხვა და ა.შ.”,- ამბობს გერლიანი.

რამაზ გერლიანს ოჯახის წევრები 19 დეკემბრიდან ეძებდნენ. გაუჩინარების დღეს მან პოლიციის მხრიდან ზეწოლისა და მუქარის შესახებ ფეისბუქზე განცხადება გამოაქვეყნა.

იტვირთბა....