ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილი: არ ვეთანხმები იმ ხალხს, ვინც ამბობს, რომ ეს არ არის პროტესტისთვის კარგი სეზონი…

[su_quote] დიდი მადლობა იმ მრავალათასიანი მიტინგის თითოეულ მონაწილეს, ვინც ამ სიცივეში და ქარში გამოვიდა ქუჩაში. ქედს ვიხრი ასეულობით ჩვენი თანამებრძოლის უპრეცედენტო გადაწყვეტილების წინაშე, გამოაცხადონ მასობრივი შიმშილობა.
ეს არის პროტესტის უკიდურესი და ძალიან მძიმე ფორმა. როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილების მქონემ, მინდა ვთხოვო ყველა თანამებრძოლს, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არ ჩაერთონ ამ აქციაში. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, მოამარაგეთ მოშიმშილეები წყლით, თბილი გადასაფარებლებით, საძილე ტომრებით, ჩაით.

არ ვეთანხმები იმ ხალხს, ვინც ამბობს, რომ ეს არ არის პროტესტისთვის კარგი სეზონი. სამართლიანი პროტესტისთვის ყველა სეზონი დროული და სწორია. განსაკუთრებით დასაფასებელია სიცივეში და ზეიმების დროს. (მითუმეტეს, ბევრ ჩვენს მოქალაქეს არ ეზეიმება.)
“ნაციონალური მოძრაობა” არის გმირული ჯგუფი და ამ მსხვერპლზე მიდის მთელი საზოგადოების თავისუფლების გამო. მიხარია, რომ ამას უერთდება ბევრი არაპარტიელი.
რა თქმა უნდა, ჩვენ, ასევე გავაგრძელებთ პროტესტის სხვა ფორმებს და აქტიურად ჩავერთვებით დიალოგში. [/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

21 დეკემბერს, ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის მასობრივი აქცია დაიწყება.

მოშიმშილეების კარვები ენმ-ის ოფისის ეზოში უკვე გაშალეს.

იტვირთბა....