ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უგულავა: ამ ეტაპზე, შიმშილობის აქციას ვერ ვუერთდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ ამცდება

ოპოზიციონერი გიგი უგულავას თქმით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ შიმშილობას ვერ უერთდება თუმცა ჰგონია რომ ეს არ აცდება. ამის შესახებ უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“საქართველოს მესამე პრეზიდენტს საფრთხე ემუქრება მუდმივად ციხეში, მას საერთოდ წაართვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და ამიტომ პირველი კომპონენტი, როგორც გითხარით, არის მოლაპარაკებები, დიალოგი შეთანხმებისთვის და ამაში ჩვენ ვმონაწილეობთ; მეორე იქნება პერმანენტული პროტესტი, ვიდრე არ განთავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან, იქნება შიმშილობის აქცია. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ეს ყველაფერი დასრულდება ორ დღეში, სამ დღეში. ეს ყველაფერი შეიშლება, გაგრძელდეს თვეები და უფრო მეტი ხანი. ამიტომ ყველა ადამიანი, ვინც იწყებს, ვიდრე მისი ჯანმრთელობა გაქაჩავს, იქნება ჩართული, შემდეგ სხვა ჩაენაცვლება და გაგრძელდება, ვიდრე არ დასრულდება ეს ყველაფერი მოჯადოებული წრის გარღვევით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება, ქვეყანაში პოლიტიკური დევნა დასრულდება. ეს არის მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე, მე არ ვუერთდები და კონკრეტულად ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, მოვიხადე კოვიდი ცოტა ხნის წინ და არის კიდევ სხვადასხვა პრობლემა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შიმშილობა არ ამცდება”,- ამბობს უგულავა.

დღეს, 21 დეკემბერს, ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის მასობრივი აქცია დაიწყება.

მოშიმშილეების კარვები ენმ-ის ოფისის ეზოში უკვე გაშალეს.

იტვირთბა....