ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მელია: შიმშილობას 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მასობრივი შიმშილობის მონაწილეთა სია ახლა დგება, თუმცა, ამ დროის მონაცემებით, პროტესტის ამ რადიკალურ ფორმას 300-ზე მეტი ადამიანი შეუერთდება. ამის შესახებ მელიამ მთავარი არხის ეთრში განაცხადა.

“ამ წუთის მდგომარეობით, ახლა სია დგება… უკვე რაც შემიძლია დავადასტურო, 300-ზე მეტი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი კიდევ ასეული შემოუერთდება ამ პროტესტს”,- ამბობს მელია.

დღეს, 21 დეკემბერს, ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის მასობრივი აქცია დაიწყება.

მოშიმშილეების კარვები ენმ-ის ოფისის ეზოში უკვე გაშალეს.

იტვირთბა....