[su_quote] შიმშილობა როგორც აქტი ჩემთვის მიუღებელია. შიმშილობა არ არის ბოროტმოქმედების წინააღმდეგ ჩართული წამზომი… რა მოთხოვნით შიმშილობენე ესენი? გათავისუფლების ხომ… რეალურად ამ აქტს არ აქვს არანაირი აზრი გარდა შიდა პარტიული მოხმარებისა. ჩემი აზრით მელიას უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა, იმიტომ რომ მისგან შექმნეს მოლოდინები და თავიან მხარდამჭერებს მოლოდინები შეუქმნეს, ჯერ იმის რომ აქ ჩვენ ყველანი ნულები ვართ და მარტო მიშას შეუძლია ბიძინას გადაგდება… მელიას აქტი არის უფრო შიდამოხმარების აქტი, იმისთვის, რომ შახინი მიშისტები, რომლებიც მას მოღალატეს ეძახდნენ, იმიტომ რომ მიშა ვერ გამოიხსნა… ფიქრობენ რომ შიმშილობის აქტით ცოტახნით გადაავადებს იმ კრიზის რაც მელიას წინააღმდეგ არის. [/su_quote]
ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილმა tv პირველის ეთერში განაცხადა.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თქმით, დღეიდან იწყებენ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას, მანამ სანამ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული. ამის შესახებ ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
იშიმშილებს თავად ნიკა მელიაც.
“დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა. ეს კონსტიტუციური უფლებაა. ეს პროტესტის არაძალადობრივი მეთოდია, მაგრამ მძიმეა. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეიძლება ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის მისაცემად. ვერავის დავავალდებულებ, რომ გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ, აქვე დავძენ: რაც უფრო მასობრივი იქნება, რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი უფრო მალე იქნება პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას”,- ამბობს მელია.