[su_quote] როგორც წინასწარ მოვითათბირეთ, ნიკამ უკვე გამოაცხადა, რომ მიშას გათავისუფლების მოთხოვნით ვიწყებთ შიმშილობის საპროტესტო აქციას. ამ წამიდან მე ვშიმშილობ.
#თავისუფლებამიშას! [/su_quote]
ამის შესახებ ნაციონალური მძრაობის წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თქმით, დღეიდან იწყებენ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას, მანამ სანამ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული. ამის შესახებ ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
იშიმშილებს თავად ნიკა მელიაც.
“დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა. ეს კონსტიტუციური უფლებაა. ეს პროტესტის არაძალადობრივი მეთოდია, მაგრამ მძიმეა. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეიძლება ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის მისაცემად. ვერავის დავავალდებულებ, რომ გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ, აქვე დავძენ: რაც უფრო მასობრივი იქნება, რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი უფრო მალე იქნება პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას”,- ამბობს მელია.