ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილის ძმა: მივესალმები შიმშილობის ინიციატივას

[su_quote] დღეს მართლაც კმაყოფილი ვარ, ბევრი დამოუკიდებელი დემონსტრანტი შემოგვიერთდა, მიხედავად იმისა რომ წინა საახალწლო განწყობაა, ყველას თავისი ოჯახური პრობლემები აქვს, მაგრამ ყველამ გამოხატა სურვილი რომ ოჯახის ერთი წევრი მაინც მოსულიყო და გამოეცხადა პროტესტი იმ უსამრთლობაზე, რომელიც სუფევს ჩვენს ქვეყანაში… რაც შეეხება შიმშილობას – მივესალმები ყველა ინიციატივას, რაც მშვიდობიანობასთან არის ასოცირებული. [/su_quote]

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილი მთავარი არხის ეთერში აცხადებს.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თქმით, დღეიდან იწყებენ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას, მანამ სანამ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული. ამის შესახებ ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იშიმშილებს თავად ნიკა მელიაც.

“დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა. ეს კონსტიტუციური უფლებაა. ეს პროტესტის არაძალადობრივი მეთოდია, მაგრამ მძიმეა. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეიძლება ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის მისაცემად. ვერავის დავავალდებულებ, რომ გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ, აქვე დავძენ: რაც უფრო მასობრივი იქნება, რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი უფრო მალე იქნება პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას”,- ამბობს მელია.

იტვირთბა....