ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჯო ბაიდენი: ჩვენ გველოდება მძიმე დაავადების და სიკვდილიანობის ზრდა ზამთარში, ვირუსი აქ არის, ის ვრცელდება და იზრდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ქვეყანაში ძალიან სწრაფად ვრცელდება, რაც აუცრელებისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, დროულად მიიღონ ვაქცინის მესამე დოზა და ზამთარში მოსალოდნელი მძიმე შედეგები თავიდან აირიდონ.

“ჩვენ გველოდება მძიმე დაავადების და სიკვდილიანობის ზრდა ზამთარში. ვირუსი აქ არის, ის ვრცელდება და იზრდება. თუ აცრილი ხართ და დამატებითი დოზა გაიკეთეთ, მაშინ მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან დაცული იქნებით”, – განაცხადა მან.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის შემთხვევები აშშ-ის 36 შტატში დაფიქსირდა.

იტვირთბა....