ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა, შეფასდეს პარტიების წარსული

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნებისმიერ შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა.

მისივე თქმით, უნდა შეფასდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, პირველ რიგში, კი ის 9 წელი, რომელიც ნაცმოძრაობამ გამოგვატარა.

“შერიგებასთან დაკავშირებით ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. ჩვენი პოზიციაა, რომ ნებისმიერ შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა. სამართლიანობაში იგულისხმება ის, რომ უნდა შეფასდეს, მათ შორის, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, დღევანდელობა და მათი სამომავლო პერსპექტივა, ამის მიხედვით შეგვიძლია გავაგრძელოთ ურთიერთობა, ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან. ეს იყო ერთ-ერთი პასაჟი პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლაში, ისიც ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ რაღაცების შეფასება მნიშვნელოვანია და ეს არის წინაპირობა, რათა ეს პროცესი წარმატებული იყოს.

უნდა შეფასდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, პირველ რიგში, იგულისხმება ის 9 წელი, რომელიც ნაცმოძრაობამ გამოგვატარა 2004-1012 წლებში და რომლის მსხვერპლიც იყო უამრავი ადამიანი, ათულობით ათასი ადამიანი, რომელსაც ქონება წაართვეს, აწამეს, მედია წაართვეს და ასე შემდეგ. თუ ეს შეფასება გაკეთდება, უფრო გამარტივდება ის პროცესი, რასაც პოლარიზაციის ხარისხის შემცირება ჰქვია, პოლარიზაციის ხარისხის შემცირება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული შერიგების თაობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ამასთან, მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გამართულ დემოკრატიის სამიტზე პირობა დადო, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

იტვირთბა....