ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება
როგორც დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტმა სწორი გზავნილები გააჟღერა.
“კონკრეტულ მოლოდინზე ვერაფერს ვიტყვი, ამას სხვა ქმედება სჭირდება. ვნახოთ, ფრთხილი მოლოდინი მაქვს. მაგრამ ერთი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ მე მომეწონა რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა. სწორი გზავნილები იყო”, – წერს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წევრები ორბელიანების სასახლეში მიმდინარე საახალწლო მიღებაზე მიიწვია.