[su_quote]ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. ერთი სული აქვთ, რომ წავიდნენ აქედან. იმიტომ რომ, არავის, ახალგაზრდა თუ არის და რაღაცა შესაძლებლობები აქვს თავის თავში, არავის არ უნდა, რომ სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს. ქვეყანაში, სადაც ვერ ხედავს თვითონ, რა არის მისთვის პერსპექტივა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, მეც პირადად ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მისივე ორგანიზებით ორბელიანების სასახლეში მიმდინარე საახალწლო მიღებაზე განაცხადა, სადაც მან მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წევრები მიიწვია.