ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბიშვილი: დროა ახალგაზრდული ჯახიდან გამოვიდეთ და უფრო დამწიფებულ, სერიოზულ პოლიტიკაზე გადავიდეთ

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის წინასაახალწლო მიღებას მართავს.

პრეზიდენტის თქმით, ჩვენი სახელმწიფო არის უკვე 30 წლის ზრდასრული სახელმწიფო, დროა,  გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ პოლიტიკაზე.

“ამ პროცესის დაწყება მგონი არის დროული და გეტყვით რატომ ვთვლი, რომ ეს არის დროული. ერთი მხრივ იმიტომ, რომ 30 წელი გავიდა, ზრდასრული სახელმწიფოა და დროა ახალგაზრდული ჯახიდან გამოვიდეთ და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ, სერიოზულ პოლიტიკაზე.

მართალია ძალიან ბევრი მოვლენები იყო და ბევრი პროცესი გავიარეთ, სადაც გამონაკლისი პერიოდების გარდა, სულ იყო დაპირისპირება, სულ იყო ორი ბანაკი. ეს არის ის რაც გავიარეთ, რაც ვიცით. წარსულის ფურცლები, რომლებიც ერთად არ გაგვიაზრებია დღემდე, ის ფურცლებია, რომლებიც ლოდებად გვაწვება დღეს.

საზოგადოება არა დაღლილი, არამედ გადაღლილია. ყველგან ისმის, რომ ეს მძიმე მდგომარეობა არის გაუსაძლისი, ამ დროს ამას ემატება კოვიდი, სოციალური პირობები, ეკონომიკური პირობები და პრაქტიკულად ქვეყანაში არ არის არანაირი პერსპექტივა თუ საით უნდა წავიდეს და ჩვენ მივხედოთ იმ მთავარ საკითხებს, რომელიც არის მთავარი ნებისმიერი ქვეყნისთვის, ეს არის შიდა განვითარება, სიღარიბის დაძლევა, საზოგადოების გაერთიანება, ყველაფერი დაყოფილია, ეკლესიაც დაყოფილია. როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს და სანამდე მიგვიყვანს ეს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....