ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

სიმონიშვილი სტრასბურგზე: უფრო ძვირი დაგვიჯდება 5 ივლისის მოვლენების დროს ხელისუფლების უნიათობა და ძალადობის წახალისება

საია-ს ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ 17 მაისის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

როგორც სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ბევრად უფრო ძვირი დაგვიჯდება 5 ივლისის მოვლენების დროს ხელისუფლების უნიათობა და ძალადობის წახალისება.

“სტრასბურგის სასამართლომ დღეს ჩვენ სახელმწიფოს 193 500 ევროს გადახდა დააისრა იმის გამო, რომ 2013 წლის 17 მაისს ვერ უზრუნველყო აქტივისტების უსაფრთხოება და დანაშაულების სათანადო გამოძიება.

ბევრად უფრო ძვირი დაგვიჯდება 5 ივლისის მოვლენების დროს ხელისუფლების უნიათობა და ძალადობის წახალისება”, – წერს სიმონიშვილი.

ცნობისთვის, 2013 წლის 17 მაისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას  დაზარალებულთათვის 193 500 ევროს გადახდა დააკისრა.

იტვირთბა....