ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს 17 მაისის საქმეზე 193 500 ევროს გადახდა დააკისრა

2013 წლის 17 მაისის საქმეზე საქართველოს სტრასბურგის სასამართლომ დაზარალებულთათვის 193 500 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ დაიცვა მშვიდობიანი დემონსტრანტები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჯგუფებისგან და ასევე ვერ უზრუნველყო ადეკვატური გამოძიება.

სტრასბურგის სასამართლომ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე- 14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა). სასამართლომ ასევე დაადგინა მე-11 მუხლის დარღვევა (შეკრების აკრძალვა), მე -14 მუხლთან ერთად.

დაზარალებულები არიან 35 ქართველი და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია (ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი და იდენტობა).

იტვირთბა....