მთავარი მსოფლიო

მეცნიერებმა მარსზე წყლის დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა მარსზე მსოფლიოს ისტორიულ აღმოჩენას მიაგნეს.

როგორც ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ბოლო პრესრელიზშია აღნიშნული, კანიონის ზედაპირთან შესაძლოა 40%-მდე წყლის მოლეკულები იყოს.

ახლად აღმოჩენილი წყლის მოცულობა მარსის ზედაპირის ქვეშ იმალება. ის სპეციალური ინსტრუმენტით აღმოაჩინეს, რომელიც შექმნილია წითელი პლანეტის ლანდშაფტის გამოსაკვლევად და მარსის ნიადაგში დამალული წყალბადის არსებობისა და კონცენტრაციის გამოსათვლელად გამოიყენება.

მაშინ, როცა მაღალი ენერგიის კოსმოსური სხივები ზედაპირზე ეშვება, ნიადაგი ასხივებს ნეიტრონებს და სველი ნიადაგი გამოყოფს ნაკლებ ნეიტრონებს, ვიდრე მშრალი. ეს კი მეცნიერებს საშუალებას აძლევს გაანალიზონ და შეაფასონ ნიადაგის წყლის შემცველობა ზედაპირის ქვეშ.

მეცნიერებმა მარსზე წყალი უკვე აღმოაჩინეს. მათივე კვლევით, პლანეტის დაბალ განედებზე დასახლების უკეთესი პერსპექტივები არსებობს.

იტვირთბა....