მთავარი საზოგადოება ციტატა

ჯაღმაიძე აზარტული თამაშების რეგულირებაზე: არ დარჩებიან უმუშევრები, უნდა მოხდეს მათი დასაქმება სხვა სფეროში

[su_quote]სამი წელი ველოდებით ამ კანონპროექტის კანონად ქცევის პროცესი დაიწყებოდა. ახლა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თითქმის სრულად აისახა ის პუნქტები, რაზეც მუშაობდა მაშინ ეს ჯგუფი. საპატრიარქოდან ძირითადი პუნქტი იყო 25 წლიანი ცენზი, თუმცა იყო სხვა მოსაზრებებიც. მაგალითად, როგორ უნდა მოხდეს იმ ადამიანის იდენტიფიცირება, რომელიც უშავებს, არამარტო საკუთარ თავს, არამედ ოჯახსაც – ადამიანს, რომელსაც შემოსავალი არ აქვს და მაინც თამაშობს. რაღაც ხელფასის მიხედვით უნდა განესაზღვროს ადამიანს თამაშის უფლება. თუ არ აქვს ხელფასი და მაინც თამაშობს, ანუ ცუდად არის საქმე.

არ დარჩებიან უმუშევრები, ბევრი არგუმენტი იყო მოყვანილი თუმცა ითქვა, რომ ბიზნესს ახასიათებს რეალობაზე მორგება და უნდა მოხდეს მათი დასაქმება სხვა სფეროში. სახელმწიფო ამისათვის უნდა მოემზადოს. დღეს ცნობიერების ამაღლებისათვის არაფერი კეთდება. ადამიანი კაზინოში იმ იმედით შედის, რომ მოიგებს – ეს სრული აბსურდია, რაც უფრო დიდხანს თამაშობ, მით უფრო დიდია საბოლოო ჯამში წაგება[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ, ღამის კურიერის ეთერში, აზარტული თამაშების აკრძალვასა და ახალ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....