ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღუდუშაური: ნაცმოძრაობაში თუ ვინმე რამე მუსიკას უკვეთავს, ეს არის სააკაშვილი, რომლის ნარატივია ქვეყანაში არეულობის მოწყობა

ქართული ოცნების დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგი ქვეყანაში არეულობის მოწყობაა.

მისი თქმით, საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობის მხრიდან წლების განმავლობაში ესმოდა შეურაცხყოფა, მუქარები, დესტრუქცია და ძალადობრივი ენა.

“ზოგადად, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, ხვალინდელი დღისთვის და განვითარებისთვის, ქვეყანაში სტაბილურობა სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ამის საპასუხოდ მთელი ამ წლების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გვესმოდა შეურაცხყოფა და არა მარტო გვესმოდა ეს მუქარები, დესტრუქცია, ძალადობრივი ენა, მოქმედებაში ვხედავდით. ამის ნათელი მაგალითი არის სააკაშვილის ერთი დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომ თურმე არავისთან საბოდიშო არ აქვს.

როგორ წარმოგიდგენიათ, ნაციონალურ მოძრაობის რეალური მმართველი – კარგად ვიცით, რომ მელიას არავინ არაფერს ეკითხება, იქ თუ ვინმე რამე მუსიკას უკვეთავს და სხვები ამ ყველაფრის შემსრულებლები არიან, ეს არის მიხეილ სააკაშვილი – მისი ნარატივი და დღის წესრიგი არის მოვაწყოთ ქვეყანაში არეულობა, ამათ ძალა უნდა ვაჩვენოთო. თურმე დეკემბერში აქცია უნდა დავააანონსოთ, ქვეყანა ამოვატრიალოთ და ხელოვნური დაძაბულობის კერები შევქმნათო, ოღონდ ხელოვნურს აღარ ამბობს. ვის უნდა შეუტიოს? – მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვეყანას მართავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლილება მას ამ გზით წარმოუდგენია. მგლის თავზე სახარება როგორ უნდა წაიკითხო, წარმოუდგენელია”, – განაცხადა ღუდუშაურმა პალიტრანიუსის ეთერში.

იტვირთბა....