[su_quote]თუ საქართველოს ხელისუფლება სასწრაფოდ და ძალიან ხმამაღლა არ იტყვის, რომ იმ გაერთიანებას 3+3 კი არა 3+2 ჰქვია და ქართული დროშის იქ ყოფნის მიუხედავად, ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება, ევროპულ „მწვადს“ ნამდვილად დავწვავთ. საქართველო კი, რომელიც უკვე კარგა ხანია ღიად და აშკარად არღვევს ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთებას, უარს ამბობს ინკლუზიურ, ანუ ოპოზისიათან დიალოგის მომცველ პოლიტიკურ პროცესზე, სასამართლოს რეფორმაზე, მედიასთან ცივილიზებულ ურთიერთობაზე, ნაწილ-ნაწილ, დემონსტრაციულად და შეურაცხმყოფლად არღვევს ბრიუსელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას, ევროპული თანაცხოვრების პრინციპებს მხოლოდ შორდება.
დღეს შეიძლება ომის პირას მყოფი უკრაინის ხათრით ისევ დაგვინდონ, თუმცა ხვალ აუცილებლად გამოგვაძევებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა ჯგუფიდან. რაც იმის მომასწავებელი იქნება, რომ დავრჩებით კავკასიურ ტრიოდ რუსული „შამფურის“ ამარა[/su_quote]
ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში განაცხადა. ცნობისთვის, 3+3 ფორმატის ფარგლებში მოლაპარაკებები მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. აღნიშნულ ფორმატში მონაწილე ქვეყნების დროშებთან ერთად საქართველოს დროშაც ეკიდა.