მთავარი პოლიტიკა ციტატა

სანიკიძე: ოპოზიციიდან ვინც სააკაშვილის საკითხზე თვალს დახუჭავს პოლიტიკურად განადგურებული იქნება

[su_quote]შეთანხმება არის ის, რომ ჩვენ ჩვენი ცოდვებით, დანაშაულებით ვაღიარებთ იმას, რომ ამას აღარ გავიხსენებთ და მომავალში საქართველოში პოლიტიკური დევნა აღარ იქნება. აუცილებლად მიმაჩნია, სანამ ხელისუფლებას დაველაპარაკებით ოპოზიციას უნდა ჰქონდეს საერთოდ პოზიცია. ისე არ მოხდეს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას შეთანხმება მიშას გარეშე შესთავაზოს, ოპოზიციიდან ვინც სააკაშვილის საკითხზე თვალს დახუჭავს პოლიტიკურად განადგურებული იქნება. მე მეშინია ისე არ აღმოჩნდეს, რომ ქართველი ხალხი მიტოვებული იქნეს და მათ იხილონ სიამტკბილობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის[/su_quote]

ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ  TV პირველის ეთერში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული შერიგების თაობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ამასთან, მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გამართულ დემოკრატიის სამიტზე პირობა დადო, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

იტვირთბა....