გულის პრობლემების გამო არგენტინელმა ფეხბურთელმა სერხიო აგუერომ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ბარსელონას შემტევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აგუეროს გულზე პრობლემები დაახლოებით ერთი თვის წინ შეექმნა. მას გულის არითმია დაუდგინეს. სწორედ ამიტომ, 33 წლის ფორვარდმა კარიერისთვის თავის დანებება გადაწყვიტა.
აგუერომ კარიერა არგენტინულ ინდეპენდიენტეში დაიწყო, საიდანაც მადრიდის ატლეტიკოში გავიდა. მადრიდული კლუბიდან აგუერო მანჩესტერ სიტიში მოხვდა, სადაც ქალაქელთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. წელს, ზაფხულში სწორედ მანჩესტერიდან გადავიდა აგუერო ბარსელონაში.