ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბერლინის სასამართლომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს უვადო პატიმრობა მიუსაჯა

ბერლინის სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ, ვადიმ კრასიკოვს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე უცხოეული გამომძიებელი ჟურნალისტი ქრისტო გროზევი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქმესთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები შესაძლოა რამდენიმე ხანში გახდეს ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის პარკში ცეცხლსასროლი იარაღით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს.

იტვირთბა....