სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ფეხებით უნდა დაკიდონ და ერთი დღე ისე აწამონ, როგორც მის შვილს აწამებდნენ.
მისივე თქმით, მისთვის ის სასჯელი, რომელსაც ციხეში იხდის ცოტაა და ამგვარი წამებით იქნებ ჭკუაზე მოვიდეს.
„ცოტა ხნის წინ ერთი ქალბატონი ამბობდა, რომ თამაზ მოლაშვილს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი აწყობსო. ღმერთმა დამიფაროს, რატომ უნდა მოკლან კაცო, მაგრამ ფეხებით უნდა ჩამოკიდონ და როგორც თვეების, წლების მანძილზე, სულხან მოლაშვილს აწამებდა და სიამოვნებდა, მთლიანად არა, მაგრამ ერთი დღე დაახლოებით ისე უნდა აწამონ, სიგარეტი მიადონ, ან ფეხებზე რამე გაუკეთონ და უთხრან, რომ ამგვარად თვეების და წლების მანძილზე ტანჯავდნენ სულხარ მოლაშვილსო. მერე თვითონ იქნებ ამოიოხროს და თქვას ეს რა სისულელე გამიკეთებიაო და ჭკუაზე მოვიდეს. ის სასჯელი რომელსაც იხდის მისთვის ცოტაა“, – აცხადებს მოლაშვილი.

