ახალი ამბები მთავარი სამართალი ციტატა

გვარამია: დღევანდელი სხდომა არის ძალიან დიდი ლურსმანი ჩვენი სასამართლოს რეპუტაციის კუბოში

[su_quote]მას მერე, რაც პროკურორმა გუშინ დაკითხვაზე, მოწმის სახით გამომიცხადა, რომ ცეცხლს ვეთამაშებოდი, ეს ცეცხლი როდის იქნება არ ვიცი. მე მგონია, რომ ყველა ცეცხლს ეთამაშება ამ ქვეყანაში, ვინც სამართალდამცავ უწყებებში იქცევა ისე, როგორც იქცევა, ძალიან დიდ ცეცხლს და არ ვურჩევ არავის რომ ეს ცეცხლი გააღვივოს. ძალიან ცუდია ის, რაც ხდება. დღევანდელი სხდომა, ასეთი კვალიფიციური მოსამართლის პირობებში, ამგვარად ჩატარებული, რაც იხილა მთელმა საქართველომ არის ძალიან დიდი ლურსმანი ჩვენი სასამართლოს რეპუტაციის კუბოში, რომელიც ისედაც უკვე დალურსმული მეგონა ბოლომდე მაგრამ არ ყოფილა ადგილები კიდევ ლურსმების ჩასაჭედებლად[/su_quote]

ამის შესახებ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა.

იტვირთბა....