ახალი ამბები მთავარი სამართალი

„აბაშა“, „ბუბლიკა“, „მეგრელა“ – შსს-მ სპეცოპერაციების შედეგად 9 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერციების შედეგად 9 პირი დააკავა.

უწყების განცხადებით, დაკავებულები არიან 1992 წელს დაბადებული გ.ლ. (მეტსახელად „აბაშა“), 1993 წელს დაბადებული ბ.ჟ., 1984 წელს დაბადებული გ.გ., 1992 წელს დაბადებული გ.მ. (მეტსახელად „ბუბლიკა“), 1989 წელს დაბადებული დ.გ., 1990 წელს დაბადებული გ.კ., 1997 წელს დაბადებული გ.თ., 1962 წელს დაბადებული ნ. ჩ. (მეტსახელად „მეგრელა“) და 1991 წელს დაბადებული დ.ს. მათ ბრალი „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში ედებათ.

მათივე ინფორმაციით, დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ “ქურდული სამყაროს” წევრები: გ.ლ., ბ.ჟ. და გ.გ., საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ – ი. ყ.-ის დავალებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, თავისთვის და “ქურდული სამყაროსთვის” სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, “ქურდული სამყაროს” ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, 2021 წლის მაისის თვიდან, ორგანიზებას უწევდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე, თვითდასაქმებული კერძო ტაქსების მძღოლებისგან ე.წ. ქურდული საერთოს შეგროვებას.

აღნიშნულის განხორციელების მიზნით, ისინი “ქურდული სამყაროს” მხარდამჭერ ტაქსის მძღოლებს – გ.მ.-ს, დ.გ.-ს და გ.კ.-ს, რომლებმაც იცოდნენ “ქურდული სამყაროს წევრების” საქმიანობის შესახებ, ასევე, აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე სხვა თვითდასაქმებულ ტაქსისტებს სთხოვდნენ ე.წ. ქურდულ საერთოში შეეტანათ მათ მიერ გამომუშავებული თანხის ნახევარი, რის სანაცვლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე შეუზღუდავი მუშაობის საშუალება მიეცემოდათ”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ცნობით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრები – გ.ლ., გ. გ. და ბ. ჟ. სისტემატურად აკონტროლებდნენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე კერძო ტაქსით მუშაობის უფლება ჰქონოდათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ე.წ. ,,ქურდული საერთოსთვის“ თანხას იხდიდნენ.

იტვირთბა....