ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: სამოქალაქო თანხმობა მნიშვნელოვანია და ეს იმას არ ნიშნავს, ყველას ერთმანეთი შეგვიყვარდეს

პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, სამოქალაქო თანხმობა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტველას ერთმანეთი შეუყვარდეს.

მისი თქმით, პოლიტიკური მხარეები ძირეულ პრინციპებზე უნდა შეთანხმდნენ.

“სიტყვა შერიგება მეც მაინცდამაინც არ მომწონს, მე უფრო თანხმობას ვიტყოდი. სამოქალაქო თანხმობა მნიშვნელოვანია და ეს იმას არ ნიშნავს ყველას ერთმანეთი შეგვიყვარდეს. ვინ ვის უნდა შეურიგდეს? ან რატო უნდა შეურიგდეს? ვინმეს ვინმე კი არ უნდა უყვარდეს და ხელიხელჩაკიდებული კი არ უნდა იაროს აუცილებლად რუსთაველის გამზირზე – აქ საუბარია, რომ ძირეულ პრინციპებზე შევთანხმდეთ და ამას ყველაფერს ჰქვია კონსტიტუცია. როდესაც სახელმწიფო იმართება სამართლებრივად და სახელმწიფო ინსტიტუტები არსებობენ და ვთანხმდებით ჩვენ მოქმედების წესებზე, ბევრი პრობლემა უმალვე წესრიგდება”, – განაცხადა მელიამ მთავარ არხთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული შერიგების თაობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ამასთან, მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გამართულ დემოკრატიის სამიტზე პირობა დადო, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

იტვირთბა....