ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრიტანეთში ცდიან COVID-19-ის ახალ ვაქცინას, რომელსაც ორგანიზმში ნემსის გარეშე შეიყვანენ

ბრიტანეთში დაიწყო Covid-19-ის ახალი ვაქცინის, DIOS-CoVax-ის გამოცდა. პრეპარატს ორგანიზმში ნემსის გამოყენების გარეშე შეიყვანენ. ახალი ვაქცინის დანიშნულება ადამიანების არა მხოლოდ Covid-19-სგან, არამედ კორონავირუსის მომავალი ვარიანტებისგან დაცვა იქნება.

ვაქცინას ორგანიზმში ზამბარიანი აპარატის მეშვეობით, ჰაერის ჭავლით შეიყვანენ.

ვაქცინაზე მუშაობდნენ კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯონათან ჰინი და კომპანია DIOSynVax-ის აღმასრულებელი დირექტორი. ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობას მიიღებენ 18-დან 50 წლამდე ადამიანები.

“ახალი ვარიანტების წარმოქმნასა და იმუნიტეტის შესუსტების პარალელურად, გვჭირდება ახალი ტექნოლოგიები”, – ამბობს პროფესორი ჰინი.

პროფესორის თქმით, ვაქცინა DIOS-CoVax-ი ვირუსთან საბრძოლველად განსხვავებულ ტექნიკას იყენებს, რაც კორონავირუსის ვარიანტების საწინააღმდეგოდ მეტ თავდაცვას იძლევა.

 

იტვირთბა....