[su_quote]რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს. თუ მე მექნება ინფორმაცია, გავაკეთებ შესაბამის კომენტარს. ნებისმიერ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ კანდიდატი იქნება ღირსეული. მნიშვნელოვანია, რომ მისი მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ნაბიჯები, ვინაიდან ჯანდაცვა პანდემიის პერიოდში მოითხოვს თანაბარი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას.
რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრად არჩილ თალაკვაძისა და ნინა კობახიძის განხილვას, არჩილ თალაკვაძე ხშირად ესწრება ჯანდაცვის სხვადასხვა ღონისძიებებს, ვინაიდან მისი ბეგრაუნდი არის სწორედ ჯანდაცვასთან დაკავშირებული. ასევე, მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება, როდესაც ის პენიტენციურ სამსახურში C ჰეპატიტის მიმართულებით მუშაობდა. ამაში არაფერია გასაკვირი. ვიცნობ ნინა კობახიძესაც, ის ერთ- ერთი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობს.[/su_quote]
ინფორმაციისთვის, ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს წლის ბოლოს დატოვებს.