ახალი ამბები მთავარი

COVID-19-ით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 988 ახალი შემთხვევა

Covid 19-ით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 53 255 ტესტი და დადასტურდა 3 988 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 722 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.49%, ბოლო 14 დღის – 7.64%, ხოლო ბოლო 7 დღის – 7.15%.

ინფიცირების 3 988 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 699 გამოვლინდა, აჭარაში – 239, იმერეთში – 658, ქვემო ქართლში – 215, შიდა ქართლში – 312, გურიაში – 158, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 301, კახეთში – 170, მცხეთა-მთიანეთში – 131, სამცხე-ჯავახეთში – 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 40 964, საიდანაც 5 999 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 151 – კოვიდსასტუმროში, ხოლო 33 814 – ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 479, მათგან 323 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 894 801 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 840 985 პაციენტი და გარდაიცვალა – 12 826.

იტვირთბა....