ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბიშვილი: გვინდა, საქართველოში არსებობდეს მუნიციპალური კინოთეატრი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას სურს, რომ საქართველოში არსებობდეს მუნიციპალური კინოთეატრი და ასევე შენარჩუნდეს ისეთი ისტორიული შენობები, როგორიცაა აპოლოს და რუსთაველის კინოთეატრები.

მისივე თქმით, კარგის ნიშანია, რომ აღნიშნული ფესტივალი უკვე 22 წელია ტარდება, თუმცა აღნიშნა, რომ კინომ ძალიან მძიმე დღეები გამოიარა, განსაკუთრებით, პანდემიის ფონზე.

„ფესტივალის ჩატარებამ მოგვცა იმის განახლებული სურვილი, რომ ამ დარგში კიდევ უფრო მეტი მოხდეს და წინ წავიწიოთ.

ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ევროპას მივუახლოვდეთ და შევუერთდეთ, გვინდა, რომ როგორც ევროპაში, საქართველოშიც იყოს მუნიციპალური კინო, არსებობდეს არა მხოლოდ ის კომერციული ნაწილი, რომელიც აუცილებელია და ამ ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია, არამედ მუნიციპალიტეტმაც შეიტანოს თავისი წვლილი ამ საქმეში.

ჩემი ძალიან დიდი სურვილია, შევინარჩუნოთ ისტორიული სახე – თეატრები, რომლებიც ჩვენი კინოისტორიის ნაწილია, ანუ აპოლოს თეატრი, რუსთაველის თეატრი, კინოს სახლი, ეს სამივე რაღაცნაირად აღდგეს, გაცოცხლდეს, დაუბრუნდეს კინოს, გახდეს ჩვენი ნიშა.

ჩვენი კინოს ორგანიზაცია ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდეს ერთ კინოორგანიზაციად. მინდა, რომ იყოს ერთი ცენტრი, რომელსაც უნდა მიეცეს მეტი საშუალებები; ერთი ცენტრი, სადაც ყველა იქნება; ერთი ადგილი, საიდანაც კოორდინაცია მოხდება და რომელიც იქნება წამყვანი ქართული კინოს გაცოცხლების საქმეში”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....