[su_quote]შერიგება სიმართლის გარეშე არ მომხდარა. შერიგების არსი არის, იგივე არ განმეორდეს. ჩვენ რომ პროცესები სიმართლის მეშვეობით არ ჩავატარეთ 91-92 წლების მოვლენებთან დაკავშირებთ, იმიტომაა, რომ ეს დარბევები განმეორდა. ჯერ არის სიმართლე და ამ სიმართლეს უკავშირდება დაზარალებულების მონაწილეობა. სამ პრეზიდენტს სადაც უნდა იქ შეხვდნენ, ისაუბრონ გინდ გორში, გინდა სასახლეში, ეს არის ცალკე პროცესი, ეს არის პოლიტიკური ელიტების პროცესი.
სიმართლის და შერიგების პროცესში პირველი ვინც მონაწილეობს, არის დაზარალებული. ნელსონ მანდელა 27 წელი იჯდა ციხეში, თავად იყო დაზარალებული, გამოვიდა და თქვა, მე როგორც სიმბოლო კი არ მშურს, მივუტევებ. ამ პროცესში არცერთი დაზარალებულის ხმა არ გამიგია.
დადიან ეს პოლიტიკოსები და შევურიგდეთ, ერთმანეთს შევურიგდეთ გაიძახიან. ხალხნო, გურამ გირგვლიანს ჰკითხეთ, ურიგდება ვინმეს? აპატია მან ვინმეს? ბუტა რობაქიძის მშობლები აგერ არიან. შერიგება ოცნებას უნდა გაეკეთებინა 2012-ში და 2013-ში, რომ მერე 9 წელი ნაციონალური მოძრაობა არ ეძახა[/su_quote]
ამის შესახებ პარტია ხალხისთვის ლიდერმა ანა დოლიძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სამი პრეზიდენტის შეხვედრისა და საყოველთაო შერიგებს საკითხს.

