ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ალასანია: სააკაშვილის ნორმალური სიარული არ მახსოვს, „დაფრინავდა“, ახლა ვხედავ, რომ ვეღარ დადის

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალური არ არის.

როგორც ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ექსპრეზიდენტს სიარული უჭირს.

“ჯოჯოხეთი თითქოს გავიარეთ ვფიქრობ, მაგრამ რომ ვუყურებ, გავიარეთ რო?! ძალიან თვალშისაცემია, ადამიანს უჭირს სიარული. მაგის ნორმალური სიარული არ მახსოვს, დაფრინავდა ხოლმე და ახლა უცებ ხედავ რომ ვერ დადის. საშინელი საყურებელია. ნორმალური მდგომარეობა აშკარად არ არის. ვხედავ რომ უნდა გადადგას ფეხი და ვერ დგამს.

21 დეკემბრის აქციაზე დიდ იმედებს ამყარებს. ფიქრობს, რომ ის ძალა, ძალის ჩვენება არის გადარჩენის აუცილებელი საშუალება”, – განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მკურნალობის მიზნით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

იტვირთბა....