ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა კვლავ პიროვნული კულტის ქვეშ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ე.წ. ტალღამ თავისუფლება მიშას საზოგადოების ვერანაირი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

მისი თქმით, ნაცმოძრაობას საზოგადოებამ ნათლად გასცა პასუხი, რომ არსებობს სამართლებრივი გზები და მართლმსაჯულება, რასაც პატივი უნდა სცენ.

“სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა კვლავ პიროვნული კულტის ქვეშ არის. ვხედავთ, რომ თავის წინამძღოლს საპროტესტო აქციასაც კი დაბადების დღეზე უანონსებენ​. რთულია ნაციონალური მოძრაობის ასეთი მდგომარეობა. ვხედავთ, ე.წ. ტალღას – თავისუფლება მიშას. მათ საზოგადოების ვერანაირი მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. საზოგადოებამ ნათლად გასცა პასუხი, რომ არსებობს სამართლებრივი გზები და მართლმსაჯულება, რასაც პატივი უნდა სცენ და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. ეს არის ადამიანი, რომელმაც დეპუტატის ცემა დაუკვეთა, ამაზე სასჯელია გამოტანილი. ეს არის ადამიანი, რომელმაც ადამიანების მკვლელებს ხელი დააფარა, მას ამაზე სტრასბურგის სასამართლომ ხელი დაადო, რომ ის იყო ჩართული და მან სასჯელი უნდა მოიხადოს. ასევე პასუხები უნდა გასცეს იმ კითხვებს, რაც კორუფციულ საქმეებში იკვეთება, რომ ეს სქემა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო აწყობილი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, 21 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობა რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს.

იტვირთბა....