ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხერხეულიძე: სააკაშვილი გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში, ეს იქნება საპატრიარქო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გორის ჰოსპიტალი

დროულად უნდა განხორციელდეს ყველა ის ინიციატივა, რომელიც ამ დღეებში იქნა გაჟღერებული და ეს პროცესი მალე დაიწყოს – ასეთია მიხელ სააკაშვილის პოზიცია მოლაპარაკებებზე,- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გორის პოსტიპაში, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

“მიხეილ სააკაშვილისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა ეკლესიის პოზიცია, იმასთან დაკავშირებით რომ მათ სურვილი გამოთქვეს შეხვედრა გაიმართოს საპატრიარქოში, თუმცა მას შეუძლებლად მიაჩნია, რომ ტექნიკურად განხორციელდეს ეს ყველაფერი. ვინაიდან, მისი პირობები ქველასთვის ცნობილია – ის არის პატიმრობაში, მას არ აქვს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, მან არ იცის როგორ უნდა მოგვარდეს ეს ტექნიკური დეტალები. თუ ეს ყველაფერი მის გარეშე მოგვარდება, ცხადია, მას სადაც სთხოვენ შეხვედრას არანაირი წინაპირობა არ აქვს სხვა, გარდა მზაობისა და გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში, ეს იქნება საპატრიარქო, ეს იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს იქნება გორის ჰოსპიტალი, ნებისმისიერი ლოკაცია, ოღონდ დასრულდეს ეს დაპირისპირება, ის მტრობა, რაც დღეს ქვეყანაშია და დაპირისპირებული მხარეები დაჯდნენ სასაუბროდ” – ამბობს ხერხეულიძე

იტვირთბა....