ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება “ინკლუზიური პროცესისა და ეროვნული მასშტაბით საუბრის წამოწყებაზე” შინაარსობრივია და მიმართულია როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებისკენ.
მისივე თქმით, 3 პრეზიდენტის შეხვედრა საერთაშორისო თანამეგორბრობას გზავნის გაუგზავნიდა გზავნილს, რომ “ქართველებს შეგვიძლია დავსხდეთ ერთ მაგიდასთან, მიუხედავად იმისა, პოლიტიკოსებს მოგვწონს თუ არა ერთმანეთი”
“3 პრეზიდენტის შეხვედრა გაუგზავნიდა გზავნილს როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას, ისე ქართულ საზოგადოებას, რომ ქართველებს შეგვიძლია დავსხდეთ ერთ მაგიდასთან, მიუხედავად იმისა, პოლიტიკოსებს მოგვწონს თუ არა ერთმანეთი.
ასევე, ეს აწევდა ამ პროცესის პოლიტიკურ სტატუსს და კარგად დასაწყისს შექმნიდა იმისთვის, რომ ასეთი მაგიდის ირგვლივ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიკრიბოს, რომ პროცესი იყო ჩართულობითი”,-განაცხადა მარგველაშვილმა ფორმულას ეთერში.
10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე განაცხადა რომ “პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად”.