ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ხუხაშვილი: ენმ-ს და ქართული ოცნების მოლაპარაკებები უფრო მაფიის ორი ბოსის ერთმანეთში გარჩევას და გარიგებას დაემსგავსება

[su_quote]ამ ვითარებაში, ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების მოლაპარაკებები უფრო მაფიის ორი ბოსის ერთმანეთში გარჩევასა და გარიგებას დაემსგავსება, ვიდრე საზოგადოების ინტერესების დაცვასა და რაღაც სიკეთის მოტანის საფუძველი შეიძლება გახდეს.
სამი პრეზიდენტის შეხვედრა ლამაზად ჟღერს და ნამდვილად არ ვიქნებოდი წინააღმდეგი ეს შესაძლებელი რომ იყოს, მაგრამ პრობლემა ხომ სისტემურ ხასიათს ატარებს. ასეთი ტიპის შეხვედრებით პოლიტიკურ მოცემულობაში, რაც საქართველოშია, რა შეიცვლება? ჩვენ შეიძლება მხოლოდ რაღაც გარიგებაზე ვისაუბროთ და არა შერიგებაზე. შერიგება უნდა მოხდეს არა პრეზიდენტებსა და პოლიტიკურ ელიტას შორის, არამედ საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს შერიგების საფუძველი, რომელიც ჩნდება მხოლოდ სისტემური ცვლილებების ინიცირების შედეგად და არა ვიღაც ე.წ. ერის მამების შეხვედრის შედეგად. ![/su_quote]

ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი IPN-თან საუბრისას აცხადებს.

იტვირთბა....