ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მაჭარაშვილი: ნამდვილად არ გვაქვს დღის წესრიგში სააკაშვილის უცხოეთის კურორტებზე გაგზავნა

აქართველოს პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი მილევადი ხდება და ის საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს.

“ვხედავთ, რომ პატიმარ სააკაშვილის საკითხი მილევადი ხდება. მის პირად ექიმს და მის ოჯახის წევრებს, გასაგებია, რომ შეიძლება, აღელვებდეთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევე, როგორც ძალიან ბევრ ადამიანს. ჩვენ ვიცით, რომ დასრულდა ეს ე.წ. შიმშილობის სერიები, ასევე კონტროლზეა აყვანილი ყველა პატიმრის და მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ნამდვილად არ გვაქვს დღის წესრიგში პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტებზე გაგზავნის საკითხი, რადგან ეს საკითხი დღის წესრიგში არ დაუსვამს საქართველოს საზოგადოებას. ყველა პატიმრის და მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლდება, ამიტომ არ მგონია, საჭირო იყოს ამაზე დამატებითი კომენტარები. არ აინტერესებს საზოგადოებას მისი არც მენიუ, არც მედიკამენტების ჩამონათვალი. მისი პირადი საქმეა, რას შეჭამს, რა წამლებს მიიღებს და ა.შ. საზოგადოებას ნამდვილად არ აქვს ამის ინტერესი”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

იტვირთბა....