ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

უდუმაშვილი: დიალოგის ლოგიკური დასასრული, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლება უნდა იყოს

[su_quote]ასეთი დიალოგის წარმართვა იქნება გამოსავალი, რომ ჩვენ დავძლიოთ ის მოჯადოებული წრე, რომელშიც ვიმყოფებით და წავიდეთ კრიზისის დაძლევის მიმართულებით. ახლა ველოდებით კონკრეტულ ქმედებებს. დიალოგს აუცილებლად ექნება შედეგი, თუ ისეთი ფორმატით წარიმართება, როგორც შემოთავაზებული იყო მიხეილ სააკაშვილისგან. თუ შეხვედრა შედგა, ეს იქნება ნიშანი, რომ მხარეები მზად არიან მივიდნენ კონკრეტულ შედეგამდე და ეს არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის იმედი მაქვს. ეს ფორმატი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა როგორც ყოფილ პრეზიდენტს, ასევე მოქმედ პრეზიდენტს, იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ ვითარება განიმუხტოს და წავიდეთ რეალურად შერიგების გზაზე და დავძლიოთ პოლარიზება და დაპირისპირება, რაც ქვეყანაში არსებობს. ამ ყველაფრის ლოგიკური ბოლო უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რადგან ჩვენ თუ ვსაუბრობთ შერიგებაზე, აქ იგულისხმება, რომ ქვეყანაში არ უნდა იყვნენ პოლიტიკური დევნილები და ეს უპირველეს ყოვლისა, ეხება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ პუტინის ტყვე ამ ქვეყანაში[/su_quote]

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს.

იტვირთბა....