ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პუტინი: საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედიაა, ეს ისტორიული რუსეთის დაშლაა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, მისთვის საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედია იყო და ამ მოვლენას ისტორიული რუსეთის დანგრევას უტოლებს.

“[საბჭოთა კავშირის დაშლა] ჩემთვის ტრაგედია იყო, ისევე, როგორც ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობისთვის. რადგან, რა არის საბჭოთა კავშირის დაშლა? ეს არის დაშლა ისტორიული რუსეთის, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა”, – უპასუხა პუტინმა კითხვას, თუ რას ნიშნავდა სსრკ-ს დაშლა პირადად მისთვის.

“ჩვენ სრულებით სხვა ქვეყანად ვიქეცით. და ის, რაც ათასი წლის განმავლობაში მუშავდებოდა, დაიკარგა”, – დაამატა მან.

 

იტვირთბა....